მთავარისიახლეებიდათაშვილს ისევ გაუსაძლისი ტკივილი აქვს, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა - ადვოკატი

დათაშვილს ისევ გაუსაძლისი ტკივილი აქვს, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა – ადვოკატი

Published on

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები მასწავლებლის და სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს 200-ზე მეტი სპეციალისტი, პროფესიული ასოციაცია თუ მოქმედი ორგანიზაცია აწერს (სია განახლებადია).

მათი განცხადებით, ნინო დათაშვილისთვის 6 წლის წინანდელ ფორმა 100-ში ჩაწერილი ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზსს.

სხვადასხვა ფაქტორიდან გამოწვეული ემოციური ლაბილობა მსოლფიო სტატისტიკის მიეხედვით აწუხებს ან გამოუცდია ყოველ მეოთხე ადამიანს.

პროფესიული თემი ხელისუფლებას მოუწოდებს არ აქციონ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღად.

“ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდი ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში.

საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებითი მოთავსებისა და “მკურნალობის” გზით პოლიტიკური ანგარიშსწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია.

არც საქართველო წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით გამონაკლისს – საკმარისია გავიხსენოთ ჟურნალისტი ნაზი შამანაურის შემთხვევა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამო იძულებით მოათავსეს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ცემით მოკლეს.

რას მოგვასწავებს ნინო დათაშვილის შემთხვევა?

ნინო დათაშვილის შემთხვევა განსაკუთრებით საგანგაშოა:

6 წლის წინ, წელის მალთაშუა დისკის დაზიანებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის ფონზე, მას ფსიქო-ემოციური სფეროს სირთულეები განუვითარდა. ეს არის ბუნებრივი და გავრცელებული რეაქცია ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ.

სამედიცინო ფორმა 100-ში მას, ძირითად დიაგნოზთან ერთად, ემოციური ლაბილობაც ჩაუწერეს, რაც არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს აშლილობების არცერთი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით.

ფაქტი, რომ პროკურატურამ სწორედ ეს ხანდაზმული ამბავი გამოიყენა შეურაცხადობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მიგვანიშნებს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ ფსიქიატრიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე.

შედეგად, ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა და ამ ფონზე ემოციური ლაბილობა – აწუხებს ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ამის გამო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ამ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თავად პირის მონაწილეობის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და შესაძლოა გავუტოლოთ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

მოგიწოდებთ, რომ ეს საგანგაშო და მანკიერი პრაქტიკა ჩანასახშივე აღმოფხვრათ და არ ვაქციოთ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, როგორც ეს ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს ახასიათებს. სხვანაირად, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა” – ნათქვამია მიმართვაში.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR], 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

სიახლეები

ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო-კალაძე

კახა კალაძისთვის, "ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო". „კალასი და კოსი ვერ გიშველით“ - უთხრა...

ამოღებულია 91 შეკვრა მარიხუანა – შსს-მ თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...

ამყალბებდნენ მართვის, პირადობისა და ბინადრობის მოწმობებს – ბათუმში ორი პირი აიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

არჩევნების ბოიკოტი და სახალხო კრების ჩატარება სწორი ნაბიჯი იყო – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 4 ოქტომბერს სახალხო კრების ჩატარება და არჩევნების...