მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

Published on

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ სასამართლოზე წარმოუდგენელი ამბავი მოჰყვა:

“ლაშა ცანავამ სასამართლო პროცესზე წარმოუდგენელი ამბავი მოყვა:

დაკავების შემდეგ შეახვედრეს სუსის უფროსის მოადგილეს, რომელიც ფულის და თავისუფლების სანაცვლოდ თხოვდა მეგობრის, თანამებრძოლის – ლევან ხაბეიშვილის გაყიდვას, მასზე კომპრომატების შეგროვებასა და ჩანაწერების გაკეთებას.

ეს არის ღირსეული კაცის ქცევა, რომელმაც არ აიღო ხელი სინდისსა და ღირსებაზე.

არაკაცები ხართ, ნამდვილი არაკაცები! ხელისუფლებიდან არ წასულხართ და ერთამენთზე ჩვენებების მიცემით ხართ დაკავებული.

დარწმუნებული ვარ, ცვლილების შემდეგ საგამოძიებო ორგანოებში კალამის და თაბახის ფურცლის დეფიციტი იქნება”, – წერს ლევან სანიკიძე.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...