თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება.
გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.
მეორე ინსტანციაში საქმეს პაატა სილაგაძე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი განიხილავენ.
სააპელაციო სასამართლოს ბაჩიაშვილის საქმე 24 ივლისს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა „ტექნიკური მიზეზებით“ გადაიდო, მაშინ ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ სხდომის გადადება, სავარაუდოდ, თავდასხმის შემდეგ მის ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სინდისის პატიმრებისა და სხვა რეზონანული საქმეებისგან განსხვაევბით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო პროცესის გადაღების ნებართვა – “საზოგადოებრივი მაუწყებელსა”, და „იმედზე” გასცა.
“ქართულმა ოცნებამ” საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ცვლილებებით, სასამართლოში და სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აკრძალა, გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს.
მოსალოდნელია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს განცხადება მასზე საკანში განხორციელებულ თავდასხმაზე გააკეთოს.
ადვოკატი ამბობს, რომ 11 ივლისს მომხდარი ფაქტის საქმის მასალები არც მათ და არც სახალხო დამცველის აპარატისთვის გადაუცემიათ.
რაც შეეხება პენიტენციური სამსახურს, უწყებას საკანში მომხდარი თავდასხმის ამსახველი კადრები ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ასევე, ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბიზნესმენზე თავდამსხმელი, ქსნის ციხის პატიმარი, კახი მეტეველი ბაჩიაშვილის საკანში.