მთავარისიახლეებისაზოგადოება3 წლის ბავშვის მსხვერპლით დასრულებული ავარიის დეტალები - ტრაგედია ხობში

3 წლის ბავშვის მსხვერპლით დასრულებული ავარიის დეტალები – ტრაგედია ხობში

Published on

ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) ავარიის შემდეგ, რომელიც 26~5 ივლისს, ხობთან მოხდა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

ავარიის შედეგად 3 წლის ბავშვია დაღუპული, ხოლო ბავშვის დედა კლინიკაში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაციები დასჭირდა.

25 ივლისს ხობში, ახალსოფელში, მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ მეორე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელიც მოცურდა და გაჩერებასთან მდგარ დედა-შვილს შეეჯახა. ორივე მათგანი მრავლობითი მოტეხილობებით სენაკში, კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანეს.

კლინიკის განცხადებით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა და ის გამთენიისას გარდაიცვალა.

დედის, თათია დავაძის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ორივე ფეხისა და კისრის არეში ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულის მკურნალობა ქუთაისში გრძელდება. დედა-შვილი სოფელ ქვალონში ცხოვრობს.

“ოდიში” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...