მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს (ექსკლუზივი)

სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს (ექსკლუზივი)[Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე შუკო ჯიქიამ ტელეკომპანია „ოდიშში“ განცხადების გაკეთება ითხოვა. ის კომპანიას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმრა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვა. შუკო ჯიქიამ ვიდეოკომენტარის ჩაწერა მოითხოვა.  როგორც მხარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რაზეც კომპანიისგან თანხმობა მიიღო. მისი თქმით, ის არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და დღეიდან ოფიციალურად ტოვებს ამ პარტიას, რადგან აქვს უსამართლობის განცდა და სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძის ოჯახს. „ოდიშინიუსის“ კითხვაზე, პარტიის დატოვებასთან ერთად ხომ არ მოუწევს დაკავებული თანამდებობის დატოვებაც, შუკო ჯიქიამ თქვა, რომ მას ვერავინ დაუშლის წერას, რასაც ის ყველგან გააკეთებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი ვითარების გამო მიიღო. „ოდიშინიუსი“ გთავაზობთ შუკო ჯიქიას ვიდეოკომენტარს.
 

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...