მთავარისიახლეებიჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ქვეყნიდან გავაძევებდი – კალაძე ევროკავშირის ელჩზე

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ქვეყნიდან გავაძევებდი – კალაძე ევროკავშირის ელჩზე

Published on

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “მასზე რომ იყოს დამოკიდებული”, საქართველოდან ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გააძევებდა. კალაძემ აღნიშნული კომენტარი მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა ჰერჩინკის მიერ IPN-თან ინტერვიურში გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს.

18 ივლისს, ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების და მიმდინარე კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა, “რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის”.

კალაძის შეფასებით, ქართული ოცნების რეჟიმს უსამართლოდ დაკავებულები არ ჰყავს. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი სტატუსს იყენებს და მავნებლობს.

“ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩისგან, რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში, მე არ ვიცი როდის გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ თუ მართლა გააკეთა ქვეყნიდან გასაგდებია, მე თუ მკითხავთ. თუ ამ ტიპის განცხადებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები, და რა თქმა უნდა, ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. […]

მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს, ცხადია, ის ასრულებს დავალებას, რასაც ეუბნებიან იმას აჟღერებს. […]

ეს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი ხედვა არის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, იმიტომ რომ პატივი უნდა სცენ პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოებრიობას” – ამბობს კახა კალაძე.

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...