მთავარისიახლეებიპოლიტიკა„იმ ყველაფრის კუპრავას დონემდე დახურდავება, რაც ახლა ხდება, არასწორია.“- საკრებულოს სხდომაზე სოლიდარობის...

„იმ ყველაფრის კუპრავას დონემდე დახურდავება, რაც ახლა ხდება, არასწორია.“- საკრებულოს სხდომაზე სოლიდარობის აქციის თემას დაპირისპირება მოყვა[Video]

Published on

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოყვა  გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას პარტია „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას მხრიდან.ფაცაციას თქმით, ზაზა სარალიძის ტკივილისა და ოჯახის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს, თუმცა,გუშინ  აქციამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, რასაც არ ეთანხმება. მან გუშინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა გამოსვლის საშუალება არ მისცეს, მისი თქმით :’შვილმკვდარი მამა ითხოვდა სიტყვა ეთქვა პრემიერს, რისი საშუალებაც კურავამ არ მისცა, ეს არის ჩემთვის მიუღებელი, კარგად გადახედეთ, ვინ გიდაგთ გვერდით, ვინც 9 წელი სხვისი შვილების გამწარებით იყო დაკავებული“, – აღნიშნა ფაცაციამ, რასაც „ევროპული საქართველოს“  დეპუტატის ბათლომე შელიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რასაც დეპუტატებს შორის კამათი მოყვა. „იმ ყველაფრის კუპრავას დონემდე დახურდავება, რაც ახლა ხდება, არასწორია. გუშინ ერთ დღეში სპონტანურად მისული საზოგადოება ითხოვდა სამართალს და უსამართლოდ დაჩაგრული ქართველი კაცის გვერდით იდგა. დიახ, კვირიკაშვილი ,თუნდაც იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მხოლოდ გუშინ მოინდომა და მივიდა სარალიძესთან. ის რაც საკრებულოს ადგილობრივებმა ლიდერებმა თქვეს, არის გაუგონარი კომენტარი და მხოლოდ საკუთარი სკამების გადარჩენის სურვილი“, – განაცხადა ბათლომე შელიამ. 
 

სიახლეები

პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს – ჯო უილსონი

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - განცხადება ამის...

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

თურქეთში არმიის ავიაციის სარდლობის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა . თურქული მედია წერს, რომ შემთხვევა ანკარაში...

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში – წერეთლის ქუჩიდან ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში - წერეთლის ქუჩიდან ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ. დილიდან ადგილზე...

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...