მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, ახალგაზრდების აქციაზე თენგიზ ჯგუშიას გამოჩენას პროტესტი მოყვა

ზუგდიდში, ახალგაზრდების აქციაზე თენგიზ ჯგუშიას გამოჩენას პროტესტი მოყვა[Video]

Published on

ზაზა სალარიძის მხარდასაჭერ აქციაზე, რომლის ორგანიზატორები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები არიან, თენგიზ ჯგუშიას გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. პროკურატურასთან შეკრებილმა ახალგზარდებმა დააანონსეს, რომ ფეხით მსვლელობას გამართავდნენ და იუსტიციის სახლთან გააჟღერებდნენ თავიანთ მოთხოვნებს, სწორედ ამ დროს მიკროფონი მოითხოვა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, რასაც ახალგაზრდების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ეს არის აპოლიტიკური აქცია და მასში პოლიტიკოსების გამოსვლებს არ დაუჭერენ მხარს. ახალგაზრდებმა ამის შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს იუსტიციის სახლისკენ, სადაც კიდევ ერთხელ გააჟრერეს მოთხოვნები, გაუშვეს ფერადი კვამლი და სკანდირებდნენ- „სისტემა უნდა დაინგრეს“. ს“სამეგრელოს ხმის“ლიდერმა აქაც მოითხოვა მიკროფონი, რასაც ისევ წინააღმდეგომა მოყვა. აქცია-მსვლელობა დაიშალა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ აქცია ხვალაც გაიმართება და დრო და ადგილი სოციალური ქსელის საშუალებით დაანონსდება.

 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...