მთავარისიახლეებიუკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება-ზელენსკი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება-ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, მან შეხვედრის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან ისაუბრა.

“რუსტემ უმეროვთან განვიხილე ტყვეთა გაცვლის მომზადება და რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა თურქეთში. უმეროვმა მომახსენა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. უფრო მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი”. – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ბოლოს 2 ივნისს სტამბოლში გაიმართა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...