მთავარისიახლეებიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

Published on

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 18 ივლისს დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები რუსეთის ფინანსურ სისტემას, სამხედრო ინდუსტრიას და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ერთდროულად აზარალებს.

SWIFT-იდან კიდევ 22 რუსული ბანკი გაითიშა

EU-მ სანქცირებულთა სიაში კიდევ 22 რუსული ბანკი შეიყვანა და გათიშა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან – ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის SWIFT-იდან მთლიანად გამორთულია უკვე 45 რუსული ბანკი. მანამდე სისტემიდან 23 ბანკი იყო გამორიცხული უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
SWIFT-ი მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ გამოიყენება და ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს.

სანქციები დაეკისრა 55 ახალ სუბიექტს

პაკეტში დამატებულია 55 ახალი სუბიექტი – 14 ფიზიკური და 41 იურიდიული პირი, რომელთაც ევროკავშირი ადანაშაულებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შერყევაში.

შეზღუდვები შეეხო რუსულ ბანკებს, ტექნოლოგიურ და სამხედრო საწარმოებს

სანქცირებულ ბანკებს შორის არიან Т-ბანკი (ყოფილი Тинькофф), Яндекс ბანკი, Ozon ბანკი და სახელმწიფო იპოთეკური ბანკი Дом.рф. შეზღუდვები შეეხო 23 რუსულ კომპანიას, მათ შორის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს (РФПИ), ასევე სამთავრობო სამხედრო საწარმოებს – ნოვოსიბირსკის კომინტერნის ქარხანას, მოსკოვის „სისტემოტექნიკას“, ნახევარგამტარული მოწყობილობების კვლევით ინსტიტუტს, სმოლენსკის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს და სხვებს.

შავი სიაში მოხვდნენ ასევე მესამე ქვეყნების კომპანიები

სია მოიცავს ჩინურ, თურქულ, ჰონგ-კონგურ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს. სანქცირებულია დაახლოებით 100 ტანკერი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტიდან, რომლებიც ევროკავშირის ცნობით, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში არიან ჩართული.

დამატებულია სანქციები ცნობილ პირებზე

შეზღუდვები შეეხო „მოსფილმის“ დირექტორს და რეჟისორს კარენ შახნაზაროვს, ყირიმის უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ კურიანოვს, ტერიტორიული განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ ილშატ შაგიახმეტოვს და სხვა საჯარო ფიგურებს, მეწარმეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო და საინფორმაციო სტრუქტურებთან.

ნავთობის ფასზე ზღვარი და ენერგეტიკული ბლოკირება

G7-ის მიერ დაწესებული ზედა ზღვარი რუსულ ნავთობზე შემცირდა – 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე. ევროკავშირმა სრულად აუკრძალა ოპერაციები გაზსადენებთან „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „2“, მათ შორის – საქონლისა და მომსახურების მიწოდება.

ოფიციალური პოზიცია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ეს არის კრემლის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის ომის ბიუჯეტს.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...