მთავარისიახლეებიპოლიტპატიმრების საქმეებზე დაკვირვების თანხმობას ოცნება ეუთო/ოდირს არ აძლევს-ბურჯანაძე

პოლიტპატიმრების საქმეებზე დაკვირვების თანხმობას ოცნება ეუთო/ოდირს არ აძლევს-ბურჯანაძე

Published on

კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირის წევრი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული ოცნება ეუთო/ოდირს რეჟიმის პატიმრების პროცესების მონიტორინგისათვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.

“პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ოცნება ეუთო ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას. პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში. ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.

ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ. 2013 წელს, ოცნებამ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?” – ნათქვამია გიორგი ბურჯანაძის პოსტში.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...