მთავარისიახლეებიეკონომიკალიბერთი ბანკს პენსიონერებისთვის კაბალური 35-48%-იანი კრედიტი აქვს დაწესებული

ლიბერთი ბანკს პენსიონერებისთვის კაბალური 35-48%-იანი კრედიტი აქვს დაწესებული

Published on

ფინასთა მინისტრი ნოდარ ხადური ერთიანი ნაციონალურიო მოძრაობის მოთხოვნის პასუხად – ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე 50 ლარით გაიზარდოს პენსია,  ამაყად აცხადებს, რომ  საქართველოში არ არსებობს საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეებისთვის  კუთვნილი პენსიის დანიშვნის პრობლემა და თუ ქვეტექსტს გავხსნით  ამ ეტაპზე პენსიონერები ამას უნდა დასჯერდნენ. 

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" პენსიებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ  "ლიბერთი ბანკის"  მიმართც, რომელიც  როგორც პარტის ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, პენსიონერებისთვის განკუთვნილ თანხას  თავისი  კეთილდღეობისთვის იყენებს. 

"ყოველთვიურად მოქალაქეთა პენსიების დასაფარად "ლიბერთი ბანკში" საქართველოს მთავრობის მიერ 200 მილიონი ლარი ირიცხება. ლიბერთი ბანკის მიერ ამ თანხების ასახვა პენსიონერთა ანგარიშზე მხოლოდ 3-5 დღის შემდეგ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში პენსიებისთვის განკუთვნილ დაახლოებით 2 მილიარდი ლარი რამოდენიმე დღის განმავლობაში ლიბერთი ბანკის ბიზნესინტერესებს ხმარდება.

 

გარდა ამისა ლიბერთი ბანკმა, რომელიც გახლავთ მონოპოლისტი ამ სფეროში კაბალური პირობები დააწესა პენსიონერთათვის საკრედიტო მომსახურების მიმართულებით და პენსიონრებს შესთავაზა 35-48%-იანი კრედიტი. ვინაიდან პენსიონერისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატიული წყარო კრედიტით სარგებლობის თვალსაზრისით, ის იძულებულია ხშირ შემთხვევაში დათანხმდეს და ისარგებლოს ლიბერთი ბანკის ამ საკრედიტო პროდუქტით და პრაქტიკულად საკუთარი პენსიის ნახევარი დაუტოვოს ბანკს.

 

აგრეთვე, საზოგადოებისათვის უცნობია ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია საქართველოს მთავრობასა და "ლიბერთი ბანკს" შორის საპენსიო მომსახურეობის შესახებ, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ამ ხელშეკრულებით "ლიბერთი ბანკის" ბიზნესი უფრო დაცულია ვიდრე პენსიონერი.

 

მოქმედმა ხელისუფლებამ, დაპირებების მიუხედავად, არაფერი იღონა პენსიონერთა სოციალური დაცულობის გაზრდისთვის. საზოგადოების ამ ყველაზე უფრო დაუცველი ფენის ძარცვის სქემა  შეუფერხებლად მუშაობს ახლაც – "ქართული ოცნების" პირობებში.

 

,,თავისუფალი საქართველო '' მოითხოვს: ლიბერთი ბანკის მიერ საპენსიო თანხების ბრუნვის შემთხვევაში დაერიცხოს შესაბამისი სარგებელი პენსიონერს.; შეიზღუდოს საპროცენტო განაკვეთი საპენსიო კრედიტებზე და დაწესდეს ის წელიწადში არაუმეტეს 10%-სა; ახალი სატენდერო პირობის გამოცხადებისას შეიზღუდოს საბანკო მონოპოლია პენსიონერთა მომსახურების სფეროში, რათა პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის საშუალება"- აცხადებენ პარტიაში.

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...