მთავარისიახლეებიმსოფლიორუსი ოკუპანტები კიევსა და ხარკოვს უტევდნენ

რუსი ოკუპანტები კიევსა და ხარკოვს უტევდნენ

Published on

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას წუხელ ფრთოსანი რაკეტებით, დრონებითა და “შაჰიდებით” შეუტიეს. სურათზე მოცემულია თავდასხმის ამსახველი ინფოგრაფიკული რუკა, რომელზეც ნაჩვენებია ოკუპანტების ფრთოსანი, ასევე აერობალისტიკური რაკეტებისა და შაჰიდის კამიკაძე დრონების ფრენის ტრაექტორია და მიმართულება, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ თავდასხმა მასშტაბური იყო.

გავრცელდა ინფორმაცია შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვებისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქიდან „ტუ-95“ ტიპის რამდენიმე თვითმფრინავის აფრენის შესახებ, რომლებიც Х-101 ფრთოსანი რაკეტების მატარებლები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები უკვე დაფიქსირდა ხარკოვსა და კიევში.

„მტერმა ხარკოვზე ღამით 12 დარტყმა განახორციელა“, – წერს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა კიევის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად დაფიქსირდა.

„ხარკოვზე საჰაერო თავდასხმის კიდევ ერთი შედეგი სამოქალაქო საწარმოში ხანძარია“, – წერს ტერეხოვი. მისი განცხადებით, დარტყმების სხვა შედეგების და დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.

ამასთან, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, კიევის დარნიცკის რაიონში, თავდასხმის შედეგად, არასაცხოვრებელი შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, კიევის მაცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა კიევის ოთხ რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, პოლტავას, სუმის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებში.

▪️დარნიცის რაიონში დაიწვა სუპერმარკეტი, ასევე საცხოვრებელი სახლის სახურავი და არასაცხოვრებელი შენობა. ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ;
▪️დნიპროვსკის რაიონში დაიწვა სავაჭრო ჯიხურები და საბავშვო ბაღი;
▪️შევჩენკოს რაიონში დაიწვა საცხოვრებელი სახლი;
▪️დაზიანებულია მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს გამონაბოლქვი მეტროს შიგნით ფიქსირდება;
▪️ასევე იწვოდა საცხოვრებელი კომპლექსი „ლვოვსკი“.
ზოგადად, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში და ივანო-ფრანკოვსკში.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...