მთავარისიახლეებიკოალიციამ "ცვლილებისთვის" ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა

კოალიციამ “ცვლილებისთვის” ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა

Published on

კოალიციამ “ცვლილებისთვის” ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა – ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა. სხვა შემთხვევაში, კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ,აღნიშნული ფორმალური პროცედურები არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ რეალურად კი გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე ‘’კოალიცია ცვლილებისთვის’’ აღნიშნულ პროცედურულ განაცხადს გააკეთებს, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.
კოალიციის პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და მკაფიო, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგულები, რომელსაც დაეფუძნა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მოძრაობა, რაც გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობასა და მის იზოლაციას ყველა დონეზე.

ჩვენ ვრჩებით თანმიმდევრულები საკუთარ პოზიციებში და ე.წ. პარლამენტში არშესვლის, სიების ჩახსნის, დაფინანსებაზე უარის თქმისა და ე.წ. კომისაზე არგამოცხადების შემდეგ, უარს ვეუბნებით ე.წ. ადგილობრივ არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც რეჟიმი სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. აღნიშნულ განმარტებას ვაკეთებთ სამომავლო სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად.
სწორედ ამიტომ, 19 ივლისს, 19:00-ზე გელოდებით თსუ-სთან!”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...