ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ 15 კაციან სასანქციო სიაში, რომელსაც დღეს წარადგენს, ორი მოსამართლეა.
კალასმა დღეს მედიასთან პირდაპირ თქვა, რომ ახალგაზრდა ქართველი დემონსტრანტების მიმართ გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია – “მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია”.
საქართველოში ჩვენ სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას ვხედავთ, ვისაუბრებთ იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი განიხილება. მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რათა საქართველოს მთავრობამ შეცვალოს მიდგომა. დიახ, წარვადგენ სიას ტარგეტირებული სანქციებისთვის, რადგან ჩვენ ხედავთ ახალგაზრდა დემონსტრანტების განაჩენს, რომელიც არაპროპორციული იყო. მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია. სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. როგორც იცით, წინა შემთხვევის დროს საკითხი დაბლოკეს, ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითზე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ”. – განაცხადა კალასმა.