მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება, დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება - ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება, დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება – ადვოკატი

Published on

“გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება” – ამის შესახებ საკანში ნაცემი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატებმა “პირველებთან” განაცხადეს.

უფლებადამცველები ამ წუთებში ბაჩიაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არიან შესულები.
როგორც ლევან მახარაშვილი ამბობს, დაკავებულ ბიზნესმენს დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს.

საკანში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით ადვოკატებმა პროკურატრას უკვე მიმართეს და რეაგირებას ელოდებიან.

ლევან მახარაშვილის თქმით, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, საქმეში ფიგურირებს ციხის ხელმძღვანელი – დავით გოგობერიშვილი და ასევე ერთი თანამშრომელი, ამიტომაც ადვოკატის განცხადებით, აუცილებელია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ – პროკურატურამ აწარმოოს გამოძიება.

გიორგი ბაჩიაშვილი თანახმაა, პროკურატურასთან გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლოს.

დაცვის მხარე დღეს ციხის ადმინისტრაციისგან ასევე მოითხოვს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილი საკანში მარტო იყოს.
მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, აღიზიანებს მაგალითად მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტავს. აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითრადა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში.

დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევებით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ, როგორც განმარტა გასაუბრებისას, რამდენიმე ადგიალს აქვს ნაკერები. უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატარას სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსნებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია, ხოლო გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციურის დირექტორი, ასევე ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ეს არის პროკურატურა.

გიორგი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია”. – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ტვ პირველმა” გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...