მთავარისიახლეებიმსოფლიო"რუსეთით იმედგაცრუებული ვარ" - ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა შეიარაღებას NATO-ს გავლით მიიღებს

“რუსეთით იმედგაცრუებული ვარ” – ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა შეიარაღებას NATO-ს გავლით მიიღებს

Published on

NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რუსეთით იმედგაცრუებულია“ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე გაგრძელებული თავდასხმების გამო.

„ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთზე მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ”- აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე დაადასტურა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ ამზადებს დამატებითი შეიარაღების მიყიდვის მექანიზმს ნატოსთვის იმ პირობით, რომ ეს იარაღი უკრაინას გაეგზავნება.

მისივე სიტყვებით: „ჩვენ ვუგზავნით იარაღს ნატოს და ნატო მთლიანად იხდის ამ შეიარაღების საფასურს, 100%-ით. ასე რომ, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ იარაღი მიეწოდება ნატოს, შემდეგ კი ნატო გადასცემს ამ იარაღს უკრაინას.“

მისი თქმით, ეს შეთანხმება ნატოს ბოლო სამიტზე იქნა მიღებული.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...