მთავარისიახლეებისაზოგადოებაანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

Published on

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება.

ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულება არასანდო და არასარწმუნოა. მისი თქმით, ექსპერტის კვლევა და პროცესზე მიწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის სამხარაულის ექსპერტიზასთან – “სამხარაულის ექსპერტმა დაადგინა, რომ ვიდეოჩანაწერი კვლევისთვის, იდენტიფიცირებისთვის არის უვარგისი”.

დაცვის მხარემ დეტალურად მიმოვიხილეთ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ. მტკიცებულებები და განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ იმ ე.წ. პირდაპირ მტკიცებულებაზე, აქ საუბარია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შსს-ში ჩატარებულ ჰაბიტოსკოპიურ კვლევაზე, რომლის რამდენადაც არ უნდა ეცადოს ბრალდების მხარე ჭაობიდან ამოყვანას, ფაქტობრივად ვერც საექსპერტო კვლევა, ვერც ექსპერტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფიზიკურად ვერ ამოვა ჭაობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ ექსპერტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე კვლევაში ასახული სრული ინფორმაცია არის არასანდო, არასარწმუნო, არ არის უტყუარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროცესზე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საერთოდ არ აქვს, რიგ შემთხვევაში, კვლევაში ასახული. გარდა ამისა, წინააღმდეგობაში მოდის ლევან სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ კვლევასთან, რომლის ფარგლებში ჩვენ კითხვაზე ექსპერტმა გასცა პასუხი, გამოიკვლია შესაბამისი ჩანაწერი და სამხარაულის ექსპერტმა დაადგინა, რომ ვიდეოჩანაწერი კვლევისთვის, იდენტიფიცირებისთვის არის უვარგისი,” – განაცხადა ადვოკატმა.

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...