მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

Published on

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს – ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ახლაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოგვიანებით, SBU-მ დაადასტურა, რომ მოკლული მათი თანამშრომელი იყო.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საზოგადოებრივი ფორმირების წევრის ან სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფა).

ტვ პირველის ვებგვერდი

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...