მთავარისიახლეებისაზოგადოებამე დავანგრევ ამ სისტემას, ან მომკალით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება-...

მე დავანგრევ ამ სისტემას, ან მომკალით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება- ზაზა სარალიძე

Published on

მე დავანგრევ ამ სისტემას, ან მომკალით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ფეისბუქში წერს.
 
ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და აცხადებს, რომ 6 თვეა დამცირების მეტი არაფერი მიუღია. 
 
„ქალბატონო თეა, 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას. პირადად შს მინისტრსაც კი მოვუწოდე, რომ შევხვედროდი და მეთქვა ჩემი გულისწუხილი და სანამ ქუჩაში არ გავედი, მანამ არ ისურვეთ ჩემი შემჩნევა. ახლა თქვენ მიმიწოდებთ მე, რომ ქუჩაში არ არის გადასაწყვეტი? სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი! სად იყავით 6 თვე დამცირების მეტი არაფერი რომ არ მიმიღია! სად იყავით სად!
 
ექვსი თვე ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება. იცი შენ ეს რას ნიშნავს? შენობით იმიტომ მოგმართე, ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი. მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება. მე დავანგრევ ამ სისტემას ან მომკალით რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, – წერს ზაზა სარალიძე. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...