მთავარისიახლეებისაზოგადოება"მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია" - კობახიძე EU-ს ანგარიშზე

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

Published on

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას “შანტაჟად” აფასებს. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მათ იმიტომ “სჯიან”, რომ “ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

კობახიძის მტკიცებით, ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, თუ არ ვცდები მეშვიდე, აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია. მე მგონი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი, მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი, ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2004-2012 წლებში მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას, იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზოლუციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოზე 2023-2024 წლის ანგარიში მიიღო.

ევროპარლამენტი EU-ს ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს
ანგარიშს მხარი 490-მა დეპუტატმა დაუჭირა, 147 წინააღმდეგი იყო, 49-მ კი თავი შეიკავა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...