მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ - შსს

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

Published on

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ან რომელიმე პარტიის წარმომადგენლებს უტარებენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარკოლოგიური შემოწმება თბილისსა და რეგიონებში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკვე ჩაუტარდა 314 პირს და აქედან ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი 240 პირს დაუდგინდა, ხოლო 23-მა პირმა შემოწმებას თავი აარიდა, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები.

გთავაზობთ შსს-ს განცხადებას სრულად:

“ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული.

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს.

ასევე მოვუწოდებთ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სადაც ინფორმაციის სწორად მიწოდებას განსაკუთრებული როლი ეკისრება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...