მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე - რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

Published on

“რაისა და მისი სადაქალო“ – ასე მოიხსენიებს “ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, მიზანმიმართული კამპანიით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და ქვეყნის გაშავებას.

ზარქუა მათ „ჩასაფრებულ კომუნისტებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ დებატები უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო.

მისი მტკიცებით, ევროპარლამენტი „დაცლილია ღირებულებებისგან“, ხოლო კრიტიკა საქართველოს მისამართით – უსაფუძვლო და მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე.

ზარქუას არ გამორჩენია არც მიხეილ სააკაშვილი: “ოცნების” დეპუტატი უკმაყოფილოა იმითაც, რომ სტრასბურგში კვლავ მესამე პრეზიდენტის პოლიტპატიმრობაზეა საუბარი.

რაისა “კომუნისტკა” არ ისვენებს. ყოველ კვირა უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს. თან ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი: 700 კაცია ევროპარლამენტში 8 კაცი იყო, ნახეთ, ხომ? იმ 8 კაციდან, სამმა თავზე დაახურა და მიუთითა და უთხრა რაისას და დანარჩენ კომუნისტებს, რომლებიც არიან ჩასაფრებული საქართველოს წინააღმდეგ, რომ “რა გინდათო ამ საქართველოსთან? მშიდობა შეინარჩუნეს. აგერ, ჩვენს საქმეს მივხედოთ, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულას იმპიჩმენტს უწყობენ. მე თუ მკითხავ, არის გონვრული ეჭვი, მათ შორის არის კორუფციასთან დაკავშირებით თემები იქ, ევროპარლამენტში. მათ შორი ის, რომ ევროპარლამენტი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან. ასეთი პრობლემები აქვთ და იცლიან რაისა და მისი სადაქალო, თუ როგორც არის, რომ რეზოლუცია უნდა მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიპატიმარი. ყველა პუნქტით, ყველა ასპექტით თქვენზე წინ ვართ, მაგრამ თქვენ უტიფრად მაინც აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაშავებას, – ამბობს ზარქუა.

გუშინ, 8 ივლისს, სტრასბურგში გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციის დევნისა და მედიის დამოუკიდებლობაზე ზეწოლის გამო.

მათ განსაკუთრებით მწვავედ შეაფასეს „უცხოური გავლენის“ კანონი და განაცხადეს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს.

რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოითხოვა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ასევე გაისმა მოწოდებები:
– თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად,
– სოლიდარობის ჩახშობის შეწყვეტისკენ
– და ქვეყნის დაბრუნებისკენ დემოკრატიულ გზაზე.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...