მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე მხარდაჭერისთვის გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

ზაზა სარალიძე მხარდაჭერისთვის გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ  ზაზა სარალიძემ  საკუთარ "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა.  სარალიძის თქმით, ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო."მივმართავ სრულიად საქართველოს. განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.
განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი. ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.
მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. არცერთი მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი.
როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი."- წერს სარალიძე
 

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...