მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა - ზაზა სარალიძე

გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა – ზაზა სარალიძე

Published on

აქცია რუსთაველზე – ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს დაღუპული შვილების პატივსაცემად წუთიერი დუმილი სთხოვა. მან გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისა და მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა.
 
ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს არ სჯის.
 
„სისტემამ ომი გამოგვიცხადა ხალხო, ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, ვინც ამის უკან დგას, კვირიკაშვილის მთავრობას, ძირს კვირიკაშვილის მთავრობას, იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს… გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა,“ – განაცხადა სარალიძემ.
 
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 22:00 საათამდე ულტიმატუმი წაუყენა და ხორავას ქუჩის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯა სთხოვა და კიდევ ოთხი პირის გადაყენება მოსთხოვა.
 
ზვიად კუპრავას თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა არის.
 
„ბიძინა გესმის? ხალხის ხმა გესმის? 10 საათია და სძინავსო ახლა მითხრეს, არაუშავს, დილის 10 საათზეც აქ ვიქნებით და დილის 10 საათზეც ვეტყვით,“ – განაცხადა კუპრავამ.
 
ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ კარვები მიაქვთ უკვე პარლამენტთან და ისინი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ დარჩებიან.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...