მთავარისიახლეებიჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

Published on

 

  ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია.

ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული სახელმწიფო დემოკრატიული და დასავლური მომავლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მივიჩნევთ, რომ გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია:

ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს!

იმ ფონზე, როდესაც ოცნების ცესკო სრულად აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, მართავს მათ, წერს საარჩევნო სიებს, დეტალურად აღრიცხავს ამომრჩეველს, აპარატებს იყენებს გაყალბების მაღალტექნოლოგიურ იარაღად და ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიმე ქალაქის ,,გამოგლეჯვაზე” საუბარი სასაცილოა.

ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთადერთი შედეგი იქნება უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება. პარალელურად, მოხდება ოპოზიციური ძალების სრული დემორალიზება და დამარცხება და ყველაფერ ამის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება!

დღეს აუცილებელია არჩევანი და ეს არჩევანი მარტივია:
მხარდაჭერა თავისუფლებას, ან კომფორტული მონაწილეობა ოკუპანტის თამაშში.

არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს ნაბიჯი მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია.

წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ჩვენ ბოლომდე ერთგული ვრჩებით ეროვნული ღირებულებების და დასავლური პრინციპების. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ რუსულ რეჟიმთან, მას არც საარჩევნო კომფორტს შევუქმნით და არც – ფსევდოლეგიტიმაციის ილუზიას.

ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის,  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...