მთავარისიახლეებისამართალიგამოძიების ეტაპზე დაზიანებულია მტკიცებულები, დანგრეულია ავტოფარეხი, სადაც მოხდა მკვლელობა - საერთაშორისო ექსპერტიზაზე...

გამოძიების ეტაპზე დაზიანებულია მტკიცებულები, დანგრეულია ავტოფარეხი, სადაც მოხდა მკვლელობა – საერთაშორისო ექსპერტიზაზე საუბარი შოთაძის მხრიდან მხოლოდ დროის წაღების მცდელობაა

Published on

რომელ საერთაშორისო ექსპერტიზაზეა საუბარი, როდესაც გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ მტკიცებულებები გაანადგურა, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა. 
 
ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიების ეტაპზე დაზიანებულია როგორც მტკიცებულები, ასევე დანგრეულია ის ავტოფარეხი, სადაც მოხდა მკვლელობა. სარალიძის თქმით, პროკურატურამ კარგად იცის თუ ვინ არის რეალურად დამნაშავე, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს როგორც მკვლელობაში მონაწილე პირების, ასევე დანაშაულის დამფარავი პირების დასჯაც. 
 
„არავითარი ექსპერტიზა, მათ ძალიან კარგად იციან ვინ არის დამნაშავე და საჭიროა დაისაჯონ დამნაშავეები, ასევე პასუხი აგოს ირაკლი შოთაძემ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 
 
"დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ ექსპერტიზის მასალა რეალურად არ არსებობს, კანის ანათალები დამარილებულ მდგომარეობაში დაახვედრეს უცხოელ ექსპერტებს, ისევე როგორც სისხლის ნიმუშები გამოუსადეგარია ექსპერტიზისთვის. საექსპერტო მასალა შემდგომი ექსპერტიზისთვის გამოუსადეგარია, “- ეს განცხადება გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა გააკეთა. ის პროკურატურასთან მივიდა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ.
 
ელისო კილაძე ირაკლი შოთაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრი პროკურორის ბრიფინგი იყო სრული ცინიზმი. ის მთავრობის გადადგომას ითხოვს.
 
„დადგა დრო, რომ მთავრობა გადადგეს, იმიტომ, რომ ქვეყანა თავზე დაგვაქციეს,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...