მთავარისიახლეებიანდრიუს კუბილიუსს წულუკიანმა დაუძინებელი მტერი უწოდა

ანდრიუს კუბილიუსს წულუკიანმა დაუძინებელი მტერი უწოდა

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის თავდაცვის კომისარს, ანდრიუს კუბილიუსს საგამოძიებო კომისიაზე დაუძინებელი მტერი უწოდა.

ივანიშვილის წამრომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე თქვა, რომ იყვნენ ევროპარლამეტარები, რომლებიც ეუბნებოდნენ, ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და ვნახოთ, ქართველების 85%, ვინც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ქართულ ოცნებას რას უზამს. ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი შემდეგ ევროკომისარი გახდა.

ბოჭორიშვილმა არ ისაუბრა კონკრეტულ დეპუტატებზე, თუმცა სოზარ სუბარმა რეპლიკის სახით დააზუსტა ვინაობა.

“ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი, ჩემი მხრიდან განვმარტავ” – თქვა სუბარმა.

წულუკიანმა სოზარ სუბარის რეპლიკის შემდეგ თქვა:

“ალბათ, დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი დასკვნა, ეს ძალიან მძიმე ინფორმაციაა, რაც თქვენგან მოვისმინეთ”.

სიახლეები

“ოცნებამ” ყველა ზღვარს გადააბიჯა, სანქციები ინდივიდუალურად უნდა დაწესდეს – გრეგოროვა

საგანგაშოდ უარესდება საქრთველოში მდგომარეობა და ამას სჭირდება ევროპის ძლიერი რეაქცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი...

“ოცნების” პარლამენტმა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, რომელსაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმაციას არ აძლევს, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ...

ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპელი დეპუტატები ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ამის...

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება – კობახიძე

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება - განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ...