მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს ხობში სამი ახალგაზრდის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ხობში სამი ახალგაზრდის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხობში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: 
 
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 30 მაისს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი – 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.
 
აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...