მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაზარალებული მოსახლეობისთვის საგარანტიო სერთიფიკატების...

„ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაზარალებული მოსახლეობისთვის საგარანტიო სერთიფიკატების გაცემას იწყებს. [Video]

Published on

„ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა   დაზარალებული მოსახლეობისთვის საგარანტიო სერთიფიკატების გაცემას იწყებს. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის განხორციელებას პარტია რეგიონებში აპირებს. ამ მიზნით შეიქმნება სხელმწიფო ფონდი 2, 5 ნახევრიანი ბიუჯეტით, რომლითაც მოხდება დაზარალებულთა კომპენსაცია- განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავამ.“ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა იმ ადამიანის პრობლემა, ვინც ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს შეეწირა და დავკავდეთ მათი პრობლემების მოგვარებით, ავღრიცხავთ და დავარეგისტრირებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა სახით დაზარალდა- ხელისუფლების მხრიდან გულგრილობით, პოლიტიკური დევნით, ბანკებისა და მევახშეებისგან თავგასულობით. მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. მისი თქმით, პროექტის განხორციელება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება.
 
 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...