მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაგონივრული რჩევის შედეგი - ასე უწოდებენ ვაშინგტონში სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ...

არაგონივრული რჩევის შედეგი – ასე უწოდებენ ვაშინგტონში სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას

Published on

არაგონივრული რჩევის შედეგი – ასე უწოდებენ ვაშინგტონში სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, ასადის რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჰიზერ ნოიერტის თქმით, ვაშინგტონისთვის სირიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
 
"სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტი, ჩვენთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი ჩვენ არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციასთან,"-აცხადებს ჰიზერ ნოიერტი. 

სიახლეები

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიცია მის ბინაში მრევლს არ უშვებს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერი...

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...