მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ღირს სკოლის ატესტატი?

რა ღირს სკოლის ატესტატი?

Published on

2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, რომელთაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის აღება 2018 წლის ზაფხულიდან შეეძლებათ. 
 
როგორც ცნობილია, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია. 
 
EDU.ARIS.GE  განმარტავს, რა საბუთებია საჭირო და რა საფასურის გადახდა მოუწევთ სკოლადამთავრებულებს ატესტატის ასაღებად.
 
სკოლადამთავრებულებმა უნდა წარადგინონ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
 
სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
 
დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.
 
რა შემთხვევაში ხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა
 
სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.  ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:
 
თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
 
თუ დაინტერესებულმა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი;
 
თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
 
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.
 
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს
 
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი;
 
გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
 
პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
 
დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
 
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
 
ატესტატის აღების ვადა და საფასური
 
პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
 
განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისთვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
 
განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისთვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
 
განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისთვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
 
განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისავის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.
 
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
 
თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია,  პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:
 
განცხადების წარდგენის დღიდან მე–10 სამუშაო დღეს და გაცემისათვის მომსახურების საფასური 25 ლარი. თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:
 
განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და გაცემისთვის – მომსახურების საფასური 40 ლარი;
 
განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და გაცემისთვის – მომსახურების საფასური 60 ლარი;
 
განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის და ვადაში გაცემისთვის – მომსახურების საფასური 70 ლარი.
 
თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფორომაციას ატესტატის გაცემის შესახებ, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...