მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს შეშინებული რეჟიმის განაჩენია - სალომე ზურაბიშვილი

ეს შეშინებული რეჟიმის განაჩენია – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოტე იოსელიანის გატაცების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ეს არის განაჩენი რეჟიმისთვის, რომელიც ყოველდღიურად აჩვენებს, რომ შეშინებულია“.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “რეჟიმი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს ლაპარაკიც კი.“

არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებულები იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში, ეს გატაცება, მუქარა, თუ რაც იყო, იმიტომ რომ ადამიანმა მოსაზრება, შესაძლოა, არაკორექტული, გამოთქვა 8 წლის წინ და ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. რეჟიმი გვაჩვენებს, ყოველღიურად როგორი შეშინებულია თვითონ, როგორი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, თუნდაც ფეისბუქპოსტებზე რაღაცების დაწერა. ეს არის სრული კონტროლის მცდელობა, უკვე გადავედით ჩრდილო კორეის დონეზე. მხოლოდ დ ამხოლოდ სისუსტის ნიშანია, არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა იმპერია, რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, მაგრამ თუ აქვს, ოდნავ მაინც, საკუთარი მოსახლეობსი მხარდაჭერა, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს, ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმდება, მეორეს მხრივ კი ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

იოსელიანის დაბარება, სავარაუდოდ, ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც ენმ-ის თავნჯდომარე ამბობს, რომ მისი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.

მომხდარს თინა ბოკუჩავა მისი დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღის ბოლოს, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ტავად კოტე იოსელიანმაც.

ის მიანიშნებს, რომ შვილებით ემუქრებოდნენ.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...