მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის პროცედურები მკაცრდება

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის პროცედურები მკაცრდება

Published on

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის პროცედურები მკაცრდება. ცვლილება კანონში იგეგმება, რომლის მიხედვითაც თუ აქამდე მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო იყო საქართველოში 5 წლით ცხოვრება, ახლა ვადა 10  წლამდე იზრდება.
 
გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, საქართველოში ორწლიანი ცხოვრების აუცილებლობა,შესაძლოა 5 წლამდე გაიზარდოს. 
 
„ერთის მხრივ შემოდის ე.წ ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი , მეორეს მხრივ იზრდება ვადები საქართველოში ცხოვრების ორი წლიდან 5 წლამდე ეს ვადა იზრდება, რომ გარკვეული ბალანსი მოხდეს და საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რაღაც პროცედურებით კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
 
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები დგინდება. საუბარია პირებზე, რომელთაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება მიანიჭოს. 
 
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მხედველობაში შემდეგი გარემოებები მიიღება: სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; ის ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირია ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეეობის გამო, ემიგრაციაში წასული პირია. 
 
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნება შემდეგი გარემოებებიც: განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ისეთ ინვესტიციას ახორციელებს, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს; სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებეულია სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროში და სურს, მოღვაწეობა საქართველოს სახელით გააგრძელოს. 
 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმეში პრეზიდენტის კომპეტენცია იცვლება. “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია. ერთ-ერთი ცვლილებით, საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს – ცვლილებების მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 
 
გარდა ამისა, მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება. 
 
მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ის პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...