მთავარისიახლეებიპოლიტიკავიდეოს წინ უძღოდა გატაცება და რვასაათიანი ზეწოლა - თინა ბოკუჩავა ქმრის ბოდიშზე

ვიდეოს წინ უძღოდა გატაცება და რვასაათიანი ზეწოლა – თინა ბოკუჩავა ქმრის ბოდიშზე

Published on

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მისი ქმრის კოტე იოსელიანის მიერ მუტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, კოტე იოსელიანი გაიტაცეს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გატაცების შემდეგ ის 8 საათი იმყოფებოდა მოდულის შენობაში და ემუქრებოდნენ ბავშვების უსართხოებით.

თინა ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ რომ ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა.

“ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.

ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში

ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით”, – თქვა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილის სექსუალური ორიენტაციის გამო სამი წლის წინ, “იბერიას” ეთერში გავრცელებული ჭორის გამო ბოდიში ერთხელ უკვე მოიხადა, მეორედ კი ეს ორი დღის წინ გააკეთა, როცა განაცხადა, რომ გულწრფელად ნანობს ამ არასწორი ამბის გავრცელებას, “ბოდიშის მოხდა კი არასდროს არის გვიან”.

სიახლეები

სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს – რუსეთის პასუხი ტრამპს

კრემლმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მის მზადყოფნაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი...

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა...

ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მივიდა – პროცესი გადაიდო

 სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

წითელ ხიდთან 500-ევროიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს – პოლიციამ 2 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის...