მთავარისიახლეებიგინება სოცქსელში დასჯადი ხდება- “ქართული ოცნება“ პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის

გინება სოცქსელში დასჯადი ხდება- “ქართული ოცნება“ პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის

Published on

გინება სოცქსელში დასჯადი ხდება-ფრაქცია “ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.

“ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები შეაგროვეს, იქნებოდა ეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტები, სატელევიზიო ეთერში გამოხატული აზრი, ან საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია, რაც მათ მიიჩნიეს, რომ შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამ ყველაფერს შსს-ს წარუდგენენ.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია “მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დექსტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.

ეს საჩივარი, რომელიც დღეს შევა შსს-ში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ”, – თქვა მან.

გორდულაძე ამბობს, რომ “დედის გინება ქართველი კაცისთვის დიდი შეურაცხყოფაა, რადგან ქვეყანაში დედის კულტია“ და მიიჩნევს, რომ მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ერთი ადამიანი, მეორე ადამიანს დედას რომ აგინებს, არის თუ არა ეს შეურაცხყოფა, ქართველისთვის მითუმეტეს, სადაც დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის ჩვენთვის წმინდა. აქვს მნიშვნელობა ამას, თვალებში ჩახედავს და ისე შეაგინებს, თუ საჯაროდ, ტელევიზიით გამოვა და იქ აიმყრალებს პირს, ან პოსტს დაწერს და ყველას დასანახად და გასაგონად, ისე რომ მა ადამიანთან მისვლის სურვილიც არ აქვს, ასე აგინებს, ადამიანი, რომ ამოიკითხავს ამ სისაძაგლეს, შეუძლებელია არ თქვას, რომ ეს არის ღირსების შელახვა და შეურაცხყოფა,- თქვა გორდულაძემ.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...