მთავარისიახლეებისამართალი,,დღეს მე ყველაზე მეტად მესმის ზაზა სარალიძის, ამიტომ მე და ჩემი ხალხი...

,,დღეს მე ყველაზე მეტად მესმის ზაზა სარალიძის, ამიტომ მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით სარალიძეების გვერდით…”

Published on

დღეს მე ყველაზე მეტად მესმის ზაზა სარალიძის, ამიტომ მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით სარალიძეების გვერდით, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. „დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა და ჩვენ ერთად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მივაღწიოთ სიმართლეს. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება თქვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დავამტკიცოთ სიმართლე“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
პარლამენტთან აქცია „ნუ მოკლავ“ გუშინ გაიმართა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ იყო ორგანიზებული. ის მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...