“ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა მაშინ, როდესაც ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, ცოტა გასაკვირი და გაუგებარია” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადებას წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით არ აკეთებს.
“პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია”- ფიქრობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, როგორც არის, უცვლელად და ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე. გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით. შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელია. ასევე, პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი.
ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.
ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვებით, საჭიროა “ვიცოდეთ რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ”:
როცა მსჯელობა დაიწყო, მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო, რომ გადაგვედო ეს მსჯელობა შემდეგი პერიოდისთვის, რამეთუ დღეს უადგილოდ მეჩვენება, მაგრამ რადგანაც დაწყებულია მსჯელობა, საჭიროა, რომ მეც ვთქვა ჩემი სათქმელი მე არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ჩემი სახელით.
ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ცოტა გასაკვირია და ჩემთვის, გაუგებარიც კი… როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუყურებთ რა ხდება სასამართლოში, რომ არანირი ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ არჩევნებში ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოში, რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის – თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ ცოტა, როგორც მინიმუმ მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ” – დასძენს ზურაბიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა წინააღმდეგობის ფორმატში შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკვე შეთანხმებულია და აღრიცხავს ყველა იმ პირობებს, ყველა იმ ცვლილებებს, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც წინაპირობა საპარლამენტო არჩევნების.
ეს არის ის პირობები, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ და უკვე წარვუდგინეთ ნაწილობრივ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით, შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ნამდვილად ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელი არის და პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ თუ არის ერთიანი.
ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები, წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც დღეს უკვე ნახევრად ჩამოშლილი არის, მაშინ მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და რომელსაც ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.
ასე რომ, პასუხისმგებლობა თუ რამე არის პოლიტიკური პარტიების, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი და აუცილებელი არის კარგად გაგება სიტუაციის” – თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არჩევნების თემაზე საუბრისას მედიის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები ახსენა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მარეგულირებელში “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რეალურად ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნებისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან ნელ-ნელა არამხოლოდ იზღუდება სივრცე, სადაც მედიები ოპერირებენ, ყოველდრე მძიმდება სიტუაცია. შეტანილი არის სარჩელი მარეგულირებელში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს. ამან შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება” – თქვა ზურაბიშვილმა.