მთავარისიახლეებიდიდი ოდენობით კოკაინის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა - პოლიციამ ბათუმში 1 პირი...

დიდი ოდენობით კოკაინის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა – პოლიციამ ბათუმში 1 პირი დააკავა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის”, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვა.

დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბათუმში,ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი”, ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...