მთავარისიახლეები"ქართული ოცნება" საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აუქმებს

“ქართული ოცნება” საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აუქმებს

Published on

“ქართული ოცნება” ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს – ინფორმაციას და შესაბამის ბრძანებას ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი, თემურ სუყაშვილი ავრცელებს.

სუყაშვილი წერს, რომ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ლიკვიდაციის თაობაზე ბრაძანება რამდენიმე საათის წინ მიიღო.

მის მიერვე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება.

“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქალბატონი ხათუნა თორთლაძის 2025 წლის 25 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2025 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი თვით ადრე გაფრთხილებთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” – წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დირექტორი თამარა წულეისკირი აწერს.

“ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები მადარდებს. ამ (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ: როსტოვის, კრასნოდარის, ლომონოსოვის და უნივერსიტეტებისთვის არ გაწირონ ისინი. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ ამ პოსტს “მისქრინავენ” ან „მოაკოპირებენ“ და გადააზიარებენ. იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე.

ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ. ამ პირობებში, ჩვენთან ისევ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს (უბერავს კიდევაც).

მე აღარ მესმის, ამის და სხვა უფრო მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ, კიდევ როგორ გწამთ და გჯერათ პარტიის?” – წერს სუყაშვილი სოციალურ ქსელში.

განახლება – საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში “პირველებს” უთხრეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.

სიახლეები

უჩა ქემაშვილი 10 დღით ციხეში გაუშვეს

აქტივისტი უჩა ქემაშვილი სასამართლომ 10 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა - დაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 6 ივნისის...

მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის...

ნარკოტიკების ლაბორატორია თბილისში – დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე

თბილისში ნარკოტიკების ლაბორატორია აღმოაჩინეს - შსს-ს ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ...