მთავარისიახლეებიპოლიტიკადღევანდელ პიონერთა სასახლეში, საქართველოს ისტორია განმეორდა

დღევანდელ პიონერთა სასახლეში, საქართველოს ისტორია განმეორდა

Published on

თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყო. მხატვრული დადგმა რეალურ მოვლენებს ეფუძნება. იმ პერიოდის მოღვაწეები არტისტებმა განასახიერეს. მაყურებელმა მოისმინა ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა.
 
დამოუკიდებლობის გამოცხადების წუთები მთლიანად აღდგენილია ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომის ოქმის მიხედვით, თუმცა მცირე ცვლილებით. რაც შეეხება დარბაზს, მისი 1919 და 1920 წლებში გადაღებული ფოტოების მიხედვით აღდგენა გადაწყდა. ასევე, გამოყენებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ნიშნები – დროშა და გერბი. 
 
დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...