მთავარისიახლეებისაზოგადოებაშვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოცნებას SIDA-ს დახმარება შეუწყდება- ზურაბიშვილი

შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოცნებას SIDA-ს დახმარება შეუწყდება- ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ქართულ ოცნებას ყველანაირ დახმარებას უჩერებს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შვედეთის პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი საქართველოში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, წუხილს გამოთქვამს და სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს:

მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. პრემიერი გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კუთხით. წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს არ შეესაბამება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ.

პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს (SIDA), ერთ-ერთი მთავარი დონორის, მხრიდან ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობას, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის მხარდამჭერი. დარჩეს, როგორც დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით აკვირდებიან დღევანდელ კანონმდებლობას, რათა იცოდნენ, როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა”. – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ზურაბიშვილის განცხადებით, კრისტერსონმა მას ასევე მისწერა, რომ სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად შვედეთიც გააგრძელებს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგს და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მთავრობა კრიზისის დასასრულებლად შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

სიახლეები

უჩა ქემაშვილი 10 დღით ციხეში გაუშვეს

აქტივისტი უჩა ქემაშვილი სასამართლომ 10 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა - დაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 6 ივნისის...

მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის...

ნარკოტიკების ლაბორატორია თბილისში – დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე

თბილისში ნარკოტიკების ლაბორატორია აღმოაჩინეს - შსს-ს ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ...