მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებს

Published on

ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტს ევროპარლამენტარები დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცებენ.

ანგარიშში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ არის საუბარი. ევროპარლამენტარები პირდაპირ წერენ, რომ საქართველომ დემოკრატიული უკუსვლა განიცადა, რაც, მათი თქმით, ივანიშვილის გუდის პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, მათ ამისთვის სანქციები უნდა დაუწესდეთ.

ანგარიშში სახელებით და გვარებით არიან ჩამოთვლილები ის მაღალჩინოსნები, ვინც ევროპული სანქციების ქვეშ უნდა მოექცნენ. სიაში არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და შსს-ს ის ძალოვანები, რომლებიც, საერთაშორისო პარტნიორების თქმით, გასული წლის ნოემბერში მომიტინგეებს სასტიკად არბევდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია ასოცირების შეთანხმების გადახედვასა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც. ევროდეპუტატები პირდაპირ წერენ, რომ ივანიშვილი ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს, რაზეც ევროპის სტრუქტურებს სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილზე წნეხის გაზრდის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენა რთული იქნება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს არის შეჩერებული, მათ შორის, სამწუხაროდ, დღეს უკვე აქტუალური გახდა თემა, როგორიც არის არსებული ფორმატების გადახედვა, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირებს შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და სამწუხაროდ, ეს აისახება ევროპარლამენტის ანგარიშში. მე ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ანგარიში მოუწდებს ევროკავშირს, რომ გადადგას უფრო აქტიური ნაბიჯები ამ რეჟიმის სანქცირების მიმართულებით, იმიტომ, რომ ყველას ესმის, ბიძინა ივანიშვილზე წნეხის გაზრდის გარეშე გაჭირდება საქართველოში დემოკრატიის გადარჩეა და საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაცვა რუსეთის თავდასხმისგან, რომელსაც დღეს აწარმოებენ დღევანდელი რეჟიმის ხელით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიში ძირითადად კრიტიკულია და მიზნად არაერთ შეზღუდვას ისახავს.

ამ ანგარიშში კრიტიკის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი წერია. ყურადღება გამახვილებულია როგორც დემოკრატიულ უკუსვლაზე, ასევე უსამართლო სასამართლოს არსებობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე. სხვათა შორის, დაემატა შესწორებაში უკვე პოლიტიკოსების დევნის ნაწილიც ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ. ანუ ეს რეზოლუციები, რასაც იღებენ, იმდენად მძლავრი არ არის გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორც ეს ანგარიში. ამ ანგარიშში ევროკავშირმა შეიძლება უკვე სექტემბერში გადადგას ნაბიჯი, რომ საქართველოს შეიძლება, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ჩვენი ევროპული მისწრაფებები ექცევა იზოლაციაში, იმიტომ, რომ ევროკავშირი არ თანამშრომლლობს ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ სისტემური თანაარსებობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი, – ამბობს ბუტიკაშვილი.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...