მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მასშტაბით, ერთდროულად ექვს ადგილას წვევამდელებმა ფიცი დადეს

საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად ექვს ადგილას წვევამდელებმა ფიცი დადეს

Published on

საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილას – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 
 
ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო. 
 
თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა. 
 
თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიტვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესწრებიან.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...