მთავარისიახლეებისაზოგადოება2 ივნისს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრებიან

2 ივნისს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრებიან

Published on

უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის უსაფრთხოების მრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ გვექნება ის, რასაც ჩვენ E3-ს ვუწოდებთ. ესენი არიან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან… როდესაც ლონდონში ვიყავით, ისინი უკრაინისთვის პირობების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარნენ,” – განაცხადა კელოგმა.

კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა და ამის ნაცვლად დაჟინებით მოითხოვა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო წინადადების მემორანდუმი გაეგზავნა. თუმცა უკრაინას დაპირებული მემორანდუმი ჯერ კიდევ არ მიუღია. “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და მკვლელობების დასასრულებლად. ველოდებით რუსეთის მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდა. ცეცხლის შეწყვეტა ახლავე,” – განაცხადა მან.

ამასთან, კიევს ჯერ არ გამოუცხადებია, რომ 2 ივნისს თურქეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...