მთავარისიახლეებისაზოგადოება"დანოსები" და "დასმენები" კანონის სახელით - მესამე სექტორი

“დანოსები” და “დასმენები” კანონის სახელით – მესამე სექტორი

Published on

“დანოსები” და “დასმენები” კანონის სახელით – ასე აფასებენ მესამე სექტორში რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას.

31 მაისიდან ძალაში შედის “ოცნების” FARA, რომელიც ივანიშვილი პარტიამ საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე წინააღმდეგობის ფონზე მიიღო.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე გამოჩნდა FARA eFile სისტემა, სადაც რეგისტრაცია და მონაცემების ძიება არის შესაძლებელი.
ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, ამხილონ ადამიანები “ნორმის დარღვევის თაობაზე”.
მესამე სექტორს რჩება განცდა, რომ “ქართული ოცნებას” ხალხში დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს.

“ფარას კანონი” აგრესიული იარაღი გახდება სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებისა და განადგურებისთვის საქართველოში”- აცხადებს “პირველებთან” „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობს პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ “დანოსების” სისტემის დანერგვა ნამდვილად რუსული ტიპის მმართველობის დაბრუნებაა.

დაშინების და რეპრესიის ახალ ტალღაზე საუბრობს IDFI -ს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური.

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი “პირველებს” ეუბნება, რომ კანონი, რომელიც ამოქმედდება ყველაზე მძლავრი, რეპრესიული ინსტრუმენტია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

მისი მიზანია, არა რეალური გამჭვირვალოის უზრუნველყოფა, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროება და შეკრებისა თუ გამოხატვის, ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც გამოიწვევს ადამიანების სტიგმატიზებას და მათ მიმართ მტრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. ფაქტობრივად, ამისი დასტურია ე.წ. შეტყობინების სისტემის დანერგვაც, რომელიც ძალიან ჰგავს ე.წ. საბჭოთა “დანოსების” სისტემას”- ამბობს ის.

“პირველებს” დღეს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ თემაზე სახალხო დამცველის პოზიცია მოესმინა.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუ კანონის მოქმედება რაიმე უფლებრივ სტანდარტს დააზიანებს, ამაზე ჩვენ სახალხო დამცველს რეაქცია გვექნება:

მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, განსხვავებული მოლოდინები იყო და განსხვავებულად წარიმართა. ვნახეთ, რომ იმ კანონმა ის აღსრულების სიმძაფრე არ მიიღო, რაც მოლოდინები იყო. აქედან გამომდინარე, თუ ამ კანონის მოქმედება რაიმე უფლებრივ სტანდარტს დააზიანებს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ რეაქცია გვექნება.

თავისთავად, ადრეც ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი8 და ამ ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები, მათ შორის მედიის ნაწილში განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ყველა უწყებას აქვს ცხელი ხაზი და ჩვენც გვაქვს ცხელი ხაზი, დასმენის ინსტიტუტი ხომ არ ვართ. ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ”- აცხადებს იოსელიანი.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...