მთავარისიახლეებისაზოგადოებაიბრძოლეთ გამარჯვებამდე! - მიხეილ სააკაშვილი

იბრძოლეთ გამარჯვებამდე! – მიხეილ სააკაშვილი

Published on

ახალგაზრდების დემორალიზება ვერ მოხდება, იბრძოლეთ გამარჯვებამდე – მიხეილ სააკაშვილი ქუჩის პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, არ შეეშინდეთ ივანიშვილის გუნდის გამოცხადებულ რეპრესიებს, რადგან მათ შეუძლიათ გარდამტეხი გამარჯვების მოპოვება და რეპრესიების წარსულში მოტოვება.

განცხადება სააკაშვილმა პიჯაკების საქმის პროცესზე გააკეთა, რომლის განხილვაც სააპელაციო სასამართლოში დღეს დაიწყო სხდომაზე მესამე პრეზიდენტი “ვივა მედიდადან” ჩაერთო.

მის გამოსვლას სხდომაზე ტაში მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ დარბაზში მყოფ სააკაშვილის მომხრეებს შენიშვნა მისცა და გააფრთხილა. ამის შემდეგ პროცესზე მყოფებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ხალხის დემორალიზება მოახდინონ, მაგრამ ხალხის დემორალიზება არ ხდება, არ ხდება იმ ადამიანების დემორალიზება, რომლებმაც ციხეში გამომაწყვდიეს. ვერც იმ ადამიანების დემორალიზება ხდება, ვისაც დაჭერით ემუქრებიან. მე წამართვეს ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ შეეხება ჩემს შინაგან თავისუფლებას.

მე ვხედავ გაერთიანებულ საქართველოს საქართველოს ქუჩაში, ახლა როცა ვხედავ შემართებას, განწყობას, ბრძოლის სულისკვეთებას, როცა ვგრძნობ ხალხის სითბოს ყველა მხრიდან, მათ შორის ჩემს მიმართ.

მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელსაც ცდილობენ ესენი რომ მომიწყონ, ჩვენ ყველანი ვიდგებით მაგრამ და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვეთ გამარჯვებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

6 პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს საქმეზე მსჯელობას სააპელაციო სასამართლო 13 ივნისს გააგრძელებს.

ცნობისთვის, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...