მთავარისიახლეებიReuters- პუტინი ომის დასრულების სანაცვლოდ ითხოვს დასავლეთის წერილობით ვალდებულებას, რომ NATO აღმოსავლეთით...

Reuters- პუტინი ომის დასრულების სანაცვლოდ ითხოვს დასავლეთის წერილობით ვალდებულებას, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება

Published on

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დასრულების პირობები მოიცავს დასავლელი ლიდერების მიერ წერილობითი ვალდებულების აღებას, შეწყვიტონ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება და მოხსნან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი – ინფორმაციას Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პუტინი მზადაა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.

როგორც გამოცემა წერს, სამი რუსული წყაროს თქმით, პუტინი დასავლეთის მთავარი ძალებისგან წერილობით ვალდებულებას ითხოვს, რომ არ გააფართოონ ნატო აღმოსავლეთით – ანუ გამორიცხონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ალიანსში გაწევრიანება. სააგენტო წერს, რომ რუსეთს ასევე სურს, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დასავლური სანქციების ნაწილის მოხსნა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...