მთავარისიახლეები"ოცნების" შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

“ოცნების” შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

Published on

“ოცნების” შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. გელაძე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

“დღეს შს მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტია. მას აქვს შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე მუშაობდა კერძო სექტორში. დღემდე ის იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება უწყების წინსვლა და განვითარება, გაძლიერდება შსს-ს სისტემა”, – თქვა კობახიძემ.

მანამდე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ გომელაურმა მინისტრის თანამდებობა დატოვა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...