მთავარისიახლეებიდონალდ ტრამპი- პუტინი შეიშალა

დონალდ ტრამპი- პუტინი შეიშალა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მორიგ იერიშს ეხმაურება და წერს, რომ “ვლადიმირ პუტინი სრულიად შეიშალა“.

მისი თქმით, პუტინს სურს არა მხოლოდ უკრაინის ნაწილი, არამედ მთელი ქვეყანა.

მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა – ის სრულიად შეიშალა! უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და საუბარი არ არის მხოლოდ ჯარისკაცებზე. უკრაინის ქალაქებზე სრულიად უსაფუძვლოდ ხორციელდება რაკეტებითა და დრონებით იერიშები. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას უნდა მთელი უკრაინა და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს მართლდება კიდეც, მაგრამ თუ ამას გააკეთებს – ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს!

ასევე, პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას იმით, როგორც ლაპარაკობს. ყოველი სიტყვა, რაც მისი პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და სჯობს, რომ შეწყდეს. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომია და არა ტრამპის – მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო დიდი და საშინელი ხანძრები, რომლებიც დაწყებულია სრული არაკომპეტენტურობით და სიძულვილით“, – წერს ტრამპი.

სიახლეები

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას...

“სენატორმა მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან”

ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს სენატორი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "სენატორი დეინსი...